თბილისის აეროპორტში დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს. როგორც  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, 12 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ , მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის (18.1 კგ.) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

მათივე ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 24,490.33 ლარი შეადგინა. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.