დიმიტრი ქუმსიშვილი სამთავრობო ცვლილებებზე - ”აღდგომა და ხვალეო”

პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ დასმულ შეკითხვას ანდაზით პასუხობს.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ახალი პარლამენტის შეკრების საკითხით, შესაძლო სამთავრობო ცვლილებებითა და ნოდარ ხადურის შესაძლო შეცვლით.

”ქართული ანდაზაა - ”აღდგომა და ხვალეო”. ეს მართლაც ხვალ იქნება და დაველოდოთ ხვალინდელ დღეს”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.