"ლარიზაციის განვითარების და დოლარიზაციის შემცირების სამოქმედო გეგმაში 10-ზე მეტი პუნქტია გაწერილი"

ლარიზაციის განვითარების და დოლარიზაციის შემცირების სამოქმედო გეგმაში 10-ზე მეტი პუნქტია რეალურად გაწერილი , - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ლარის შესახებ მთავრობის განცხადებითა და დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიზნით ახალი მექანიზმების ამოქმედების საკითხით.

”ჩვენს მოქალაქეებს დღეს ყველაზე მეტად რაც აწუხებს არის ის, რომ ყოველთვიურად, დიდ შემთხვევაში თუ ლარი მერყეობს, მათ არ აქვთ რწმუნება, თუ რამდენი ექნებათ ბანკში გადასახდელი თანხა; ექნებათ მეტი თუ ნაკლები. ჩვენი ამოცანაა აღნიშნული დამოკიდებულება ჩვენი მოსახლეობის სესხებთან მიმართებაში მოვხსნათ და ამისთვის ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ”, - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აღნიშნული კომენტარი დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო პროგრამის - ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ჰიგიენური ქაღალდების მწარმოებელი საწარმო ”ტისუპეიპერის” გახსნისას გააკეთა.