როგორ დავიწყოთ ბიზნესი?! - იდეიდან რეალურ პროდუქტამდე

თუ გაქვთ ორიგინალური ნივთის შექმნის იდეა, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

სამი ახალგაზრდა სტუდენტი ერთი იდეის გარშემო რამდენიმე თვის წინ გაერთიანდა. ხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების დამზადების იდეა სტუდენტებმა მალე რეალურ ბიზნესად აქციეს და საწარმო Tbilisi Factory დააფუძნეს, რომლის ნაწარმიც ბაზარზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

ამ ეტაპზე ახალგაზრდები ამერიკიდან წარმოებისთვის საჭირო დანადგარებს ელოდებიან, რის მერეც უკრაინიდან ან რუსეთიდან ჩამოტანილი ხისგან სათამაშოების დამზადებას დაიწყებენ.

Tbilisi Factory-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი საბა ღუდუშაური ამბობს, რომ თავდაპირველად მეგობრებთან ერთად რამდენიმე სხვადასხვა იდეაზე მუშაობდნენ. თუმცა, საბოლოოდ არჩევანი ხის სათამაშოებზე შეაჩერეს.

bpn„სხვა იდეებთან შედარებით, ეს ყველაზე საინტერესოდ მოგვეჩვენა. თვითონ პროცესიც საინტერესოა, რადგან გვიწევს ბავშვებთან მუშაობა, მათი და ჩვენი საყვარელი გმირების, პერსონაჟებისა და ნივთების დამზადება“, - ამბობს საბა ღუდუშაური.

სათამაშოების დამზადება, ასევე იმ დანადგარზე მუშაობა, რომელიც ახალგაზრდებმა თავიანთი ბიზნესისთვის ამერიკაში შეიძინეს, Tbilisi Factory-ის დამფუძნებლებმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიის საგანეტოსა და ტექნოპარკის FabLab-ში შეისწავლეს.

„ჩვენი ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ტექნოპარკის „ფაბლაბმა“. ერთი წლის წინ დავრეგისტრირდით პროექტზე „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“. ეს პროექტი ძალიან დაგვეხმარა, რადგან „ფაბლაბი“ რომ არ ყოფილიყო არც ამ დანადგართან და არც სათამაშოებთან არ გვექნებოდა შეხება. მსგავსი დანადგარი საქართველოში ფაქტობრივად, არ არსებობს. ტექნოპარკის „ფაბლაბმა“ კი ამ დანადგართან მუშაობის შესაძლებლობა მოგვცა. ამ დანადგარმა საშუალება მოგვცა სათამაშოების პროტოტიპები დაგვემზადებინა უფრო ნაკლები დანახარჯებით და მაღალი ხარისხით“, - ამბობს საბა ღუდუშაური და დასძენს, რომ „ფაბლაბის“ პროექტები უნიკალური შანსია, დაიწყო შენი ბიზნესი და განახორციელო შენი ორიგინალური იდეა.

დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად იწყება!

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და ტექნოპარკის FabLab-ის პროექტი „დაიწყე ბიზნესი „ფაბლაბთან“ ერთად - ისევ იწყება. უკვე დაიწყო რეგისტრაცია და პროექტში მონაწილეობა ორიგინალური, ინოვაციური ბიზნესიდეების განვითარებასა და განხორციელების უნიკალურ შანსს იძლევა. ორთვიანი სტარტაპ ხელშემწყობი პროგრამა იმ სტარტაპებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელება სურთ და ხელშესახებ, ფიზიკურ პროდუქტს ამზადებენ. „ფაბლაბთან“ ერთად ბიზნესი უკვე 15-მდე კომპანიამ დაიწყო, რომლებიც დღეს საკუთარ პროდუქტს აწარმოებენ.

რა არის საჭირო პროექტში მონაწილეობისთვის და კონკრეტულად რას გვთავაზობს პროექტი?!

იდეა -მთავარი, რაც უნდა გაგაჩნდეთ!

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია არა კონკრეტული პროგრამის, აპლიკაციის ანbpn თამაშების დამზადებასთან დაკავშირებული იდეა, არამედ ხელშესახები პროდუქტის, გამოგონების, საინტერესო, ორიგინალური ნივთის წარმოების იდეა, რომელიც კარგად გაიყიდება როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

„ჩვენი მიზანია დაიბადოს სტარტაპები კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, რომლებიც ორიგინალური პროდუტის წარმოებას დაიწყებენ. ამ პროექტით გვინდა საქართველოში გავაჩინოთ უფრო მეტი სტარტაპი და ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, თავიანთი იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად, რაც ერთის მხრივ მათ მოუტანს სარგებელს და წარმატებას, ხოლო მეორეს მხრივ ისინი წვლილს შეიტანენ ქართული წარმოების ზრდასა და ქვეყანაში ტექნოლოგიების განვითარებაში“, - აღნიშნავს „ფაბლაბის“ პროექტის მენეჯერი გიორგი ხაჩიძე.

უნიკალური შესაძლებლობა, თქვენი პროდუქტი მაღალტექნოლოგიურ დანადგარზე დაამუშაოთ!

პროექტის საწყის ეტაპზე გუნდები საჭირო უნარების განვითარებას საქართველოს მასშტაბით მდებარე „ფაბლაბის“ 8 ლაბორატორიაში შეძლებენ:

FabLab Tech Park – ტექნოპარკი (თბილისი); Fablab Tech Park - ტექნოპარკი, ზუგდიდი,; FabLab TSU – FabLab Iliauni; FabLab Art Academy FabLab ATSU ; FabLab BSU ; FabLab GTU.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 40 გუნდი, რომლებიც ფაბლაბში შექმნიან მრავალფეროვან პროდუქტებს. მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი პროდუქტის შექმნისთვის გამოიყენონ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარები. მათ საშუალება ექნება იმუშაონ ისეთ დანადგარებზე როგორებიცაა: 3D პრინტერი, რომელზეც პოლიმერული მასალისგან, შეცხელება-შეწებების მეთოდით შექმნიან ნებისმიერი სირთულის, 100% - იანი სიზუსტით შესრულებულ ნივთს. ლაზერული მჭრელი, რომელზეც მოჭრიან და გრავირებას გააკეთებენ ხეზე, ტყავზე, ორგანულ მინაზე, მეტალზე, მუყაოსა და სხვა ტიპის მრავალფეროვან მასალაზე. CNC რუტერი 3D პროგრამირებადი ჩარხი. საშუალებას მისცემს მათ შექმნან ისეთი ტიპის პროტოტიპები, ისეთი სიზუსტით, რომლის შექმნაც ხელით შეუძლებელია ან სჭირდება ძალიან დიდი დრო. ვაკუმ ფორმირების აპარატზე დაამზადებენ ნებისმიერი ტიპის ყალიბს. PCB დანადგარზე დაამზადებენ ნებისმიერი ტიპის რთულ პლატებს. პროგრამირებადი საკერავი მანქანაზეკი კომპიუტერში არსებული ნახატის, ან წარწერის სხვადასხვა მატერიალებზე 100%-იანი სიზუსტით გადატანას შეძლებენ. და კიდევ სხვა მაღალტექნოლოგიური დანადგარები შეუძლიათ გამოიყენონ ვიზუალურად მაღალი დონის, ხარისხიანი პროდუქტების დამსამზადებლად.

მენტორშიფი და ტრენინგები -თქვენი ბიზნეს იდეების დახვეწისა და განვითარებისთვის!

მონაწილე გუნდები გაივლიან აქტიურ მენტორშიპსა და ტრენინგებს, მათ შორის ბიზნესტრენინგების ვიდეოგაკვეთილებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მათ, განახორციელონ ბიზნეს იდეა სწორი მიმართულებით და განავითარონ სტარტაპი.

გამოფენა-გაყიდვა თქვენი ქმნილებების რეალიზაციისთვის!

2-თვიანი პროგრამის დასკვნით ეტაპზე 30 დეკემბერს გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს საკუთარი პროდუქტი მომხმარებლამდე მიიტანონ და მისი რეალიზაცია მოახდინონ.

რა არის „ფაბლაბი“?!

საქართველო ამიერკავკასიაში პირველი ქვეყანაა, რომელიც ფაბლაბების რუკაზე გაჩნდა. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ აქტიურად დაიწყო 2015 წელს მუშაობა მათ გახსნასა და ამუშავებაზე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ფაბლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები (Fablab) ბადებს წინსვლის პერსპექტივას თანამედროვე საზოგადოებაში. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:

https://www.facebook.com/events/914628938667993/

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/a/gita.gov.ge/forms/d/e/1FAIpQLSc_tswed5ARAZ0XWetgYF-4YIyFHeBpag4k5HB52MYbKYEhbg/viewform