კლოდ მონეს ტილო 81 მილიონ დოლარად გაიყიდა

ფრანგი ფერმწერის კლოდ მონეს ტილო „თივის ზვინები“ „კრისტის“ აუქციონზე 81,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ეს რეკორდული თანხაა, რომელიც ოდესმე ყოფილა გადახდილი ცნობილი ფრანგი მხატვრის ნამუშევრისთვის. წინა რეკორდმა  80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნული ტილო კლოდ მონემ 1891 წელს შექმნა. ტილოს საწყისი ფასი 40 მილიონი დოლარი იყო და მისი გაყიდვა 45 მილიონ დოლარად იგეგმებოდა.

2015 წლის მაისს პაბლო პიკასოს ტილო „ალჟირის ქალები“ „კრისტის“ აუქციონზე 179 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.