ამერიკაში ნავთობის ყველაზე დიდი საბადო აღმოაჩინეს

აშშ-ის ტეხასის შტატში აუთვისებელი ნავთობისა და გაზის ყველაზე დიდი საბადო აღმოაჩინეს, რაც აქამდე ყოფილა აღმოჩენილი ამერიკის მასშტაბით.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის განცხადებით, აღმოჩენილი აუთვისებელი ნავთობის მარაგი 20 მილიარდ ბარელამდეა, ბუნებრივი გაზის კი 16 ტრილიონი კუბური მეტრია. ეს მაჩვენებელი სამჯერ მეტია, 2013 წელს აღმოჩენილ მარაგზე.

„ის ფაქტი, რომ ეს უწყვეტი ნავთობის ყველაზე დიდი რაოდენობაა, რაც კი ოდესმე აღმოგვიჩენია, მიუთითებს იმაზე, რომ იმ რეგიონებში, სადაც მოპოვებული იყო მილიარდობით ბარელი ნავთობი, კიდევ არსებობს პოტენციალი უფრო მეტი მილიარდობით ბარელი ნავთობის მქონე საბადოების მოპოვების“, - განაცხადა უოლტერ გიდროზმა, აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ენერგეტიკული რესურსების პროგრამის კოორდინატორმა.