ოთარ დანელია - ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი აგრარული კუთხით

ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი აგრარული კუთხით, - მსგავსი შეფასება „ქართული ოცნების“ წევრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ის შესაბამის სამინისტროსთან ერთად ბევრი რამის გაკეთებას გეგმავს.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ძლიერი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებით აბაშისა და მარტვილის ამომრჩეველს. მე ვგეგმავ დავრჩე საკანონმდებლო ორგანოში. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მათ შორის აგრარული მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეს დარგი ჩემთვის უცხო არ არის. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს ამ მიმართულებით, რომელსაც ჩვენ სამინისტროსთან ერთად ძალიან შეჯერებული გეგმით გავაკეთებთ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.