ილონ მასკი ინტერნეტის გავრცელების მიზნით ორბიტაზე ათასობით თანამგზავრს გააგზავნის

ილონ მასკის კუთვნილმა კომპანია SpaceX-მა ამერიკის ფედერალურ კომისიას ორბიტაზე ინტერნეტის გამავრცელებელი თანამგზავრების გაგზავნის თხოვნით მიმართა.

მასკის კომპანია ორბიტაზე 4425 კოსმოსური მოწყობილობის გაგზავნას გეგმავს. თითოეული მათგანი 386 კგ-ს იწონის და 1150-დან 1325 კმ სიმაღლეზე განთავსდებიან.

პირველ ჯერზე პროექტის რეალიზებისთვის იგეგმება 800 აპარატის გაშვება, რომელიც ინტერნეტით ამერიკის ტერიტორიის სრულ დაფარვას მოახდენს.

წინასწარი გათვლებით ყველა თანამგზავრის გაგზავნის შემდეგ დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი შეძლებს უსადენო ინტერნეტის მიღებას, რომლის სიჩქარეც მაქსიმუმ 1გბ/წამში იქნება.

კოკა კვირკველია