შვედეთში ციფრული ვალუტის შემოღებას გეგმავენ

შვედეთის ეროვნული ბანკი (რიქსბანკი)  ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვებას განიხილავს. 

ბანკის წარმომადგენელთა განცხადებით, ამის მთავარი მიზეზი ქვეყნის მოსახლეობის მიერ  ნაღდი ფულის ნაკლებად გამოყენებაა.

"რიქსბანკის" მმართველის მოადგილის სესილია სკინგსლის თქმით, ასეთ სიტუაციაში მთავრობამ უნდა დანერგოს ახალი საგადასახადო სისტემა.

„რაც უფრო ნაკლებად იყენებს მოსახლეობა ბანკნოტებსა და მონეტებს, მით უფრო ნათელი ხდება, რომ "რიქსბანკმა" უნდა იფიქროს ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვებაზე, როგორც არსებული ვალუტის დანამატის“, - განაცხადა სესილია სკინგსლიმ.