სტივენ ჰოკინგის პროგნოზით, ადამიანს დედამიწაზე ცხოვრების დაახლოებით 1 000 წელი დარჩა

მეცნიერის და ასტრონომის სტივენ ჰოკინგის პროგნოზით, ადამიანი დედამიწაზე მაქსიმუმ კიდევ 1 000 წელი იცხოვრებს. მისივე თქმით, ჩვენს პლანეტაზე კაცობრიობის გაქრობის მიზეზი კლიმატური ცვლილებები, ბირთვული იარაღი და რობოტები იქნება.

ჰოკინგმა "ოქსფორდის" უნივერსიტეტის კავშირში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ადამიანს გადარჩენის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ იგი სხვა პლანეტებზე შექმნის კოლონიებს და დედამიწიდან გადასახლდება.

"დედამიწაზე ბუნებრივი კატასტროფების შანსი მომდევნო წლებში საკმაოდ დაბალია, თუმცა, წლების განმავლობაში მათი რიცხვი გაიზრდება.

მომდევნო 1000 წელიწადში ჩვენ უნდა გავიდეთ კოსმოსში და სხვა პლანეტებზე გადავსახლდეთ. თუმცა, კატასტროფები დედამიწაზე არ ნიშნავს ავტომატურად კაცობრიობის აღსასრულს", - აღნიშნა ჰოკინგმა.

სხვა პლანეტებზე გადასახლების შესახებ მეცნიერები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. Space X-ის აღმასრულებელ დირექტორს, ელონ მასკს უკვე აქვს გეგმები მომდევნო საუკუნეში მარსზე ადამიანების კოლონიების შექმნის შესახებ.

წყარო ALLNEWS