დიმიტრი ქუმსიშვილი - ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოვიყენოთ მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ და ქვეყნის განვითარებისთვის

ჩვენ ვაპირებთ საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოვიყენოთ მხოლოდ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ და ქვეყნის განვითარებისთვის , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისის პარალმენტში განუცხადა, სადაც რამდენიმე წუთში მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტს დღევანდელი დღე მიულოცა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. „ქართულმა ოცნებამ“ აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ჩვენ, როგორც პოლიტიკური გუნდი, მზად ვართ იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა ცხოვრებაში დავიყვანოთ კეთილდღეობამდე და სწრაფ განვითარებამდე. ეს არის ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომელიც ჩვენ გვაქვს. დიახ, ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და დიახ, ჩვენ ვაპირებთ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოვიყენოთ მხოლოდ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ქვეყნის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ ამ 4 წელიწადში მნიშვნელოვანი დოვლათი შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.