20 ნოემბერს “თეგეტა მოტორსის” ცენტრალური ფილიალი 09:30 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს

20 ნოემბერს “თეგეტა მოტორსის” ცენტრალური ფილიალი 09:30 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ “თეგეტა მოტორსის” პრესსამსახური იუწყება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ცენტრალური ფილიალი 20 ნოემბერს გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე იმუშავებს.

”კვირას, 20 ნოემბერს, “თეგეტა მოტორსის” ცენტრალური ფილიალი (დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5) გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც განპირობებულია „თეგეტა მოტორსის“ საუკეთესო ფასების შეთავაზებით, მომხმარებლის თხოვნით იმუშავებს 09:30 საათიდან 16:00 საათამდე. თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ “თეგეტა მოტორსის” სწრაფი სერვისებით: საბურავების მონტაჟი - ბალანსირება, აკუმულატორების შემოწმება - შეცვლა, ძრავის ფილტრებისა და ზეთის შეცვლა, ხუნდების შეცვლა, ანტიფრიზის შემოწმება და შეცვლა.

წინასწარი რეზერვაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „თეგეტა მოროსის“ ცხელ ხაზს: 226 44 44. ასევე თქვენ ყოველი დახარჯული თანხიდან დაიბრუნებთ 10%-მდე გარანტირებული თანხა, რომელიც ქულების სახით დაგერიცხებათ „თეგეტა ქარდზე.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია საქმიანობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ არის უმსხვილესი იმპორტიორი 300-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის, საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით“, - ნათქვამია ”თეგეტა მოტორსის” სპეციალურ განცხადებაში.