”საქართველოს ბანკი” ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესის დაფინანსებას იწყებს

”საქართველოს ბანკი” ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესის დაფინანსებას იწყებს.როგორც ”საქართველოს ბანკი” იუწყება, ”საქართველოს ბანკმა” სრულიად ახალი პროდუქტი, „ქალი სტარტაპერი“ დანერგა. აღნიშნული პროგრამა ”საქართველოს ბანკსა” და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, ”საქართველოს ბანკი” ქალი მეწარმეების სტარტაპ ბიზნესს დააფინანასებს.

”ეს არის ქალი მეწარმეებისთვის რეალური შანსი, თავიანთი ბიზნეს იდეა რეალობად აქციონ და ისარგებლონ ”საქართველოს ბანკის” „ქალი სტარტაპერის“ ბიზნესსესხით. დაფინანსებით სარგებლობა შეუძლია მას, ვისაც აქვს საინტერესო ბიზნესიდეა, სესხის მოცულობა 10 000 ლარიდან განისაზღვრება და არ მოითხოვება სავალდებულო თანამონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ”საქართველოს ბანკი” პროგრამის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სრულიად უფასოდ ჩაერთოს „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ ტრენინგში - „როგორ დავიწყო ბიზნესი?“, აღნიშნული ტრენინგი ყველა მათგანს, ბიზნესიდეის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვან უნარებს და ცოდნას შესძენს. ამასთან, იმ ბიზნეს იდეის ავტორი, რომელიც დაფინანსდება, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისარგებლებს ”საქართველოს ბანკის” საოპერაციო პროდუქტებით”, - განმარტავენ ”საქართველოს ბანკში”.

მათივე ინფორმაციით, „ქალი სტარტაპერის“ ბიზნესსესხით სარგებლობის და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ მისამართზე www.womeninbusiness.ge