ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4889 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4889 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4889 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4861 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0028 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6420 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6673 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0253 ლარი შეადგინა.