ზაჰესის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსი კაპიტალურად გამაგრდა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გლდანის რაიონის მასშტაბით, პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც  თბილისის მერიიდან იუწყებიან, ახლახანს, ზაჰესის დასახლებაში, თავისუფლების ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი კაპიტალურად გამაგრდა, რისთვისაც, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 25 000 ლარამდე დაიხარჯა.

გარდა ამისა, ხუთ მისამართზე დასრულდა სახურავის, ხოლო ორ მისამართზე - ლიფტის მოწყობა. აღნიშნულ პროექტებზე 34 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

როგორც მერიაში აცხადებენ, წლის ბოლომდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები კიდევ სხვადასხვა მისამართზე შესრულდება.