გრაფინია ფესენკოს აგარაკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება იგეგმება

მთავრობა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის აღმზრდელის, გრაფინია ფესენკოს აგარაკის გასხვისებას გეგმავს.

ყოფილი აგარაკის ტერიტორიაზე პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ინვესტორს სასტუმროს აშენების ვალდებულება ექნება.

სამსართულიანი შენობა მახინჯაურში მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა.

21 057 კვადრატული მეტრი მიწის ფართობზე მდებარე ობიექტის ღირებულება 554 130 ლარია.