"მერსედესი" ყველაზე ძვირადღირებულ მოდელს უშვებს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა "მერსედესმა" ავტომობილის ახალი მოდელი წარმოადგინა.

ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე კომპანიამ "ბენტლის" მსგავსი გრძელი ავტომობილის პრეზენტაცია უკვე გამართა. Mercedes-Maybach S650 Cabriolet-ი Mercedes S-class Cabriolet-ის გაუმჯობესებული და ექსკლუზიური ვერსიაა. აღნიშნული მოდელის მხოლოდ 300 ავტომობილი იქნება ხელმისაწვდომი.

"მერსედესში" არ აცხადებენ, თუ რა ეღირება აშშ-ში ახალი მოდელი, თუმცა როგორც ცნობილია, ავტომობილს ევროპაში 300 000 ევროდ გაყიდიან. 

წყარო ALLNEWS