ტრამპს 25 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს

„აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანახმაა გადაიხადოს 25 მილიონი აშშ დოლარი, რათა დასრულდეს სასამართლო დავა, რომელიც ტრამპის უნივერსიტეტს უკავშირდება“ - განაცხადა ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა. სასწავლებლის სამმა ყოფილმა სტუდენტმა კალიფორნიასა და ნიუ-იორკში სარჩელი შეიტანეს ტრამპის უმაღლესი სასწავლებლის წინააღმდეგ და მას თაღლითობაში დასდეს ბრალი.

სასწავლებლის ყოფილი სტუდენტების თქმით, მათ გადაიხადეს 35 000 აშშ დოლარი „უძრავი ქონების სფეროში საიდუმლოების“ შესახებ სალექციო კურსში, ვითომდა მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგებისგან.

ერთ-ერთი სტუდენტის სარჩელზე სასამართლო უნდა დაწყებულიყო 28 ნოემბერს ქალაქ სან-დიეგოში. თავად ტრამპმა, რომელმაც მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების პირობა დადო, მანამდე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი კალიფორნიაში არ იქნებოდა სამართლიანი, რადგან ამ პროცესის მოსამართლე მექსიკური წარმოშობის უნდა ყოფილიყო.

„ტრამპის უნივერსიტეტის ყოფილი სამი სტუდენტი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არიან, დღეს დამდგარ შედეგს წლების განმავლობაში ელოდნენ. მოხარული ვარ, რომ მათი მოთმინება და უდრეკი პოზიცია შესაბამისად დაფასდება და არსებული შეთანხმებით ანაზღაურდება 25 მილიონი აშშ დოლარით“, - განაცხადა ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ერიკ შნაიდერმანმა.

იმავე შნაიდერის მანამდე გაკეთებული განცხადების თანახმად, ტრამპის უნივერსიტეტის მუშაობა „თავიდან ბოლომდე თაღლითობა იყო“.

როგორც „ბი-ბი-ს“ი-ს წყარომ აღნიშნა, შეთანხმების დადებისას ტრამპმა არ აღიარა დანაშაული.