GAP-ი 65 მაღაზიას დახურავს

ამერიკული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი  GAP სხვადასხვა ქალაქში 65-მდე მაღაზიას დახურავს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თავდაპირველად კომპანია 50-მდე მაღაზიის დახურვას გეგმავს, თუმცა მათი რაოდენობა 65-მდე გაზარდა.

მესამე კვარტალში „გეპის“გაყიდვები 2%-ით 3,8 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. WSJ_ის ცნობით, კომპანიის გაყიდვები ყოველთვიურად მცირდება იმის ფონზე, რომ მისი მთავარი კონკურენტები H&M და ZARA ბაზარზე გაყიდვებს ზრდიან.

გასული სამი თვის განმავლობაში „გეპმა“ იაპონიაში Old Navy-ს ყველა და Banana Republic-ის რამდენიმე მაღაზია დაკეტა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე