5 გახმაურებული კორუფციული სკანდალი

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული ანგარიშის „კორუფციის ბარპომეტრი 2016“ კორუფცია ბევრ ქვეყანაში კვლავ რჩება მნიშვნელოვან პრობლემად.

ამავე ანგარიშის თანახმად, კორუფციის დაბალი დონით საქართველო რეგიონში ლიდერია.

წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე გახმაურებულ კორუფციულ სკანდალს, რომლებმაც შეძრა მსოფლიო.

აშშ-ის შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებული სკანდალი

1922 წელს ამერიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალბერტ ფოლი ნავთობკომპანიებმა Mammoth Oil და Pan America Petroleum-მა 400 000 დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაში დაადანაშულეს. გამოძიების შედეგად, სასამართლომ ფოლი დამნაშავედ სცნო და ერთ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, 100 000 დოლარიან ჯარიმასთან ერთად.

„კიტინგის ხუთეული“

1989 წელს აშშ-ის ხუთი სენატორი დაადნაშულეს კორუფციულ გარიგებაში. სენატორებმა სამშენებლო კომპანია - Lincoln Savings and Loan Association რევიზიისგან „იხსნეს“, რის გამოც გარკვეული ფინანსური ანაზღაურება მიიღეს. თუმცა კომპანია გაკოტრდა და ამით სენატორების რეპუტაციაც გაანადგურა.

სკანდალი ტაივანში

ტაივანის პრეზიდენტი ჩენ შუიბანი კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს. 2006 წელს მის ირგვლივ სკანდალი ყალბი ჩეკების განაღდებაზე აგორდა. ტაივანში ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა მისი გადადგომის მოთხოვნით, თუმცა მან პოსტი არ დატოვა. 2008 წლის 11 ნოემბერს შუიბანი დააპატიმრეს და მექრთამეობასა და ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი. სასამართლომ პრეზიდენტი ყველა პუნქტით სცნო დანმაშავედ.

ილინოისის გუბერნატორი

ამერიკელი პოლიტიკოსი როდ ბლაგოევიჩი 2003-დან 2009 წლამდე ილინოისის გუბერნატორი იყო, რომელიც ქრთამის აღების გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან. 2008 წლის 9 დეკემბერს ბლაგოევიჩი FBI-ის აგენტებმა დააკავეს. ამასთან მას ბრალი ედებოდა სენატორის პოსტის გაყიდვის მცდელობაში. სენატმა ბლაგოევიჩს ცხოვრების ბოლომდე ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება. 2001 წლის 7 დეკემბერს ბლაგოევიჩს14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამჟამად ყოფილი გუბერნატორი სასჯელს კოლორადოს ციხეში იხდის.

უილიამ ჯეფერსონთან დაკავშირებული სკანდალი

უილიამ ჯეფეროსნი კონგრესის წარმომადგენელი იყო 20 წლის განმავლობაში ლუიზიანს შტატიდან. ჯეფერსონი დანმაშავედ სცნეს ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაში. გამოძიების თანახმად, ის ფულს იღებდა კომპანიისგან, რომელიც აფრიკაში მუშაობდა ამერიკული კონტრაქტით. 2005 წელს ჯეფერსონის სახლში პოლიციამ 90 000 დოლარი მაცივრის საყინულეში აღმოაჩინა. 2009 წელს სასამართლომ ჯეფერსონს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.