9 მოსაზრება, რისიც დონალდ ტრამს ყველაზე მეტად სწამს

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევიდან თითქმის ორი კვირა გავიდა.

ამერიკელი მილიარდერის წინაასაარჩევნო კამპანია ბევრი ხმაურიანი განცხადებითა და დაპირებით გამოირჩეოდა.

„ბიბისის“ გთავაზობთ ტრამპის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლებისაც მას ყველაზე მეტად სჯერა, რომ უნდა შესრულდეს.

11 მილიონი არალეგალი ემიგრანტის მასიური დეპორტაცია

მიუხედავად კრიტიკისა, რომ ეს იდეა ქსენოფობიურია და ძალიან დიდ ხარჯებს - დაახლოებით 114 მილიარდ დოლარს მოითხოვს, ტრამპი ამბობს, რომ მისი გეგმა მიღწევადია. ეს რეფორმა აგრეთვე დაასრულებს ”დაბადების ადგილის მოქალაქეობას”, რომელიც არალეგალი ემიგრანტების შვილებს, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ, მოქალაქეობას ანიჭებს.

ამერიკაში თავშესაფარის მაძიებელი სირიელი მიგრანტების დეპორტაცია

ტრამპის თქმით, პარიზის თავდასხმები ცხადყოფს, რომ ტერორისტების უმეტესობა მიგრანტები არიან, ამიტომ მათი დეპორტაციაა საჭირო.

გონებრივი დაავადებების მკურნალობა იარაღის მასობრივი გამოყენების დასასრულებლად

იარაღის მასიური გამოყენების დასასრულებლად საჭიროა გონებირივი დაავადებების მკურნალობაში ფულის ჩადება. ტრამპის აზრით, ღირსეულ ადამიანებს უნდა ჰქონეთ იარაღის ქონის უფლება და ამაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს.

პუტინი „ლიდერია“

ტრამპმა პუტინი შეაქო, როგორც ძლიერი ლიდერი და გააკრიტიკა ამერიკის საგარეო პოლიტიკა რუსეთთან. ”მგონია რომ კარგად გავუგებდი პუტინს და რუსეთთან პრობლემები აღარ გვექნებოდა”.

გადასახადები ყველასთვის უნდა შემცირდეს

ტრამპს გადასახადების შემცირება სურს, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის. ის აგრეთვე აპირებს ამ კატეგორიას საერთოდ მოუხსნას საშემოსავლო გადასახადი. ტრამპის თქმით, გეგმავს ბიზნესის გადასახადის შემცირებას 15 პროცენტამდე. 

მისი ქონება ათი მილიარდი დოლარია

ტრამპის 92-გვერდიანი დეკლარაციიდან „ბლუმბერგმა“ დაასკვნა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ქონება 2,9 მილიარდი დოლარია. „ფორბსის“ მონაცემებით კი 3,7 მილიარდი დოლარი. თუმცა, თავად ტრამპი ირწმუნება, რომ მისი ქონება 10 მილიარდი დოლარია.

კლიმატის ცვლილება უბრალოდ ”ამინდია”

ტრამპს სჯერა, რომ საჭიროა სუფთა ჰაერისა და სუფთა წყლის შენარჩუნება, მაგრამ არ სჯერა კლიმატის ცვლილების. მისი აზრით, კლიმატის ცვლილებები მენციერებისა და გლობალური დათბობის კონსპირაციაა.

ექიმები უნდა დაისაჯონ აბორტის ჩატარებისთვის

ერთ-ერთი ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ თუ აბორტი აიკრძალება, უნდა დაისაჯოს ყველა ქალი, რომელიც აბორტს გაიკეთებს. თუმცა, მოგვიანებით განაცხადა, რომ მხოლოდ ექიმია პასუხისმგებელი და არა ქალი, არამედ ექიმი უნდა დაისაჯოს.

მინიმალური ფედერალური ხელფასი უნდა გაიზარდოს

ტრამპის განცხადებით, დასაქმებულთა ხელფასი არსებულიდან საათში 7.25 დოლარიდან უნდა გაიზარდოს.