"ჰიტროუს" საშობაო ვიდეორგოლი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

შობა საოჯახო დღესასწაულია, რომლის გატარებაც ოჯახის წევრებთან ერთი დიდი სიამოვნებაა.

ამიტომ შინ დაბრუნება ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის საუკეთესო საჩუქარია.

სწორედ ეს გახლავთ ლონდონის საერთაშორისო აეროპორტის „ჰიტროუს“ საშობაო რგოლის გზავნილი. რგოლს YouTube-ზე უკვე 3 მილიონამდე ნახვა აქვს.

რგოლში მთავარ როლს ორი სათამაშო დათუნია ასრულებს, რომლებიც დიდი ბრიტანეთში შობისთვის დაბრუნდნენ და „ჰიტროუს“ აეროპორტში სეირნობენ. რგოლის ბოლოს დათუნიები მოხუც წყვილად გადაიქცევიან, რომლებსაც აეროპორტში ნათესავები ხვდებიან.