დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თამჯდომარის მოადგილე ”პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი გელა მიქაძე გახდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თამჯდომარის მოადგილე ოპოზიციური კვოტით ”პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი გელა მიქაძე გახდა. ამ კომიტეტში ოპოზიციის კვოტაზე ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მის მიერ წარდგენილი კანდიდატი უკან გაიწვია და შესაბამისად კომიტეტმა ოპოზიციიდან მხოლოდ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” მიერ დასახელებულ კანდიდატს უყარა კენჭი.

ამასთან, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის პირველი და კიდევ ერთი მოადგილეც აირჩიეს. დეპუტატებმა პირველი მოადგილის პოსტზე მხარი გიორგი ბეგაძის კანდიდატურას დაუჭირეს. კიდევ ერთი მოადგილე კი, უმრავლესობის მიერ დასახელებული რევაზ არველაძე გახდა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილები ასევე აირჩიეს აგრარულ საკითხთა კომიტეტშიც. ოთარ დანელიას პირველი მოადგილე გელა სამხარაული იქნება. რაც შეეხება მოადგილეებს, კომიტეტის წევრების უმრავლესობამ ამ თანამდებობებზე მხარი უმრავლესობის მიერ დასახელებულ ირაკლი შიოლაშვილსა და უმცირესობის მიერ წარდგენილ ლაშა დამენიას დაუჭირეს.