„პანასონიკმა“  მრეცხავი რობოტი შექმნა

როცა იაპონურმა სტარტაპმა მსოფლიოში პირველი თეთრეულის დამლაგებელი რობოტი წარადგინა, ზოგმა კრიტიკოსმა აღნიშნული სასაცილოდ, არასერიოზულად და საინჟინრო ნიჭის ფუჭ ხარჯვად ჩათვალა.

თუმცა, ელექტრონული გიგანტი „პანასონიკი“ სულ სხვაგვარად ფიქრობს და აღნიშნულ პროექტში უკვე 60 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. Seven Dreamers-ი ერთი ათწლეული მუშაობდა 'Laundroid'-ის შექმნაზე.

ბაზარზე აღნიშნული პროდუქტი მომავალ წელს გამოჩნდება და როგორც იუწყებიან, რობოტი სწორედ მაშინ მოახდენს თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას. მაგალითად, მას მხოლოდ 10 წუთი სჭირდება პერანგების დასაკეცად.

რაც შეეხება რობოტის ფასს, ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. მოწყობილობა გარდერობის ზომისაა და იყენებს ხელოვნური ინტელექტისა და გამოსახულების ამოცნობის ტექნოლოგიას.