რა ღირს კომერციული ფართები თბილისში?

”თიბისი ბანკის”, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში, საქართველოში უძრავი ქონების ინდექსის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნდა. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ”თიბისი ბანკიდან” აცნობეს, შედეგები 3-თვიან პერიოდს მოიცავს (2016 წლის ივლისი-სექტემბერი).

2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერციული ქონების გაყიდვის საშუალო ფასი მერყეობდა 1 016-დან 1 075 აშშ დოლარამდე.

კომერციული ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში გაიზარდა 12.2%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით. 2016 წლის ივლისი-სექტემბერში 1 კვ.მ. კომერციული ქონების იჯარის საშუალო ფასი მერყეობდა 9.52-დან 10.58 აშშ დოლარამდე.

კომერციული ქონების იჯარის ფასის ინდექსი 2016 წლის სექტემბერში შემცირდა 33.6%-ით წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.