ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს.

როგორც ეროვნული ბანკი იუწყება, დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 7 520 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

”აუქციონში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 7 520 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.750 პროცენტით, მაქსიმალური 10.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.750 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 10.500 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში”, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.