ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძეა წარდგენილი

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე  ზურაბ ალავიძე წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ ალავიძე ახალგაზრდა, ენერგიული მენეჯერია, რომელიც თავის საქმიანობას ძირითადად კერძო სექტორში წარმართავდა. ის ასევე გარკვეული პერიოდი იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ალავიძეს აქვს როგორც საფინანსო-საბანკო სექტორში მუშაობის, ასევე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის დიდი გამოცდილება.