დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებს გეგმავს

დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებს გეგმავს, - ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მომავალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენის შემდეგ განუცხადა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ ისურვა. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ ვიქნებით სტაბილურობაზე ორიენტირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შემოსავლები იყოს სტაბილური. საგადასახადო პოლიტიკა იქნება ბიზნესისადმი მეგობრული და მეტად სერვისზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ფისკალური დისციპლინა აქაც იქნება და გადასახადების გადახდა მნიშვნელოვანია. ვალის პოლიტიკას რაც შეეხება, ვალი იქნება მდგრადი და სამართლიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რასაც მოვიხმართ, თვითონვე გადავიხდით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, დამოკიდებულება ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართ იგივე დარჩება.