”ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა”

ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა, რომ ჩვენს მოსახლეობას ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად არ ეცვლებოდეს ის განკარგვადი შემოსავალი , რაც მათ რჩებათ გადასახადების და სესხის მომსახურების გადახდის კვალდაკვალ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამ პოლიტიკას ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკთან ერთად განახორციელებს.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ის ზომები, რომელთა გატარებასაც ჩვენ ამ მიმართულებით ვაპირებთ, აუცილებლად გახდება საჯარო. არის მსოფლიოში რამდენიმე ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ მოახერხეს ქვეყნებმა დოლარიზაციის დაძლევა და ამავე დროს, როგორ მოახერხეს იმ სოციალური წნეხის მოშორება, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას გააჩნია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.