ზურაბ ალავიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო

არასდროს არცერთი პარტიისთვის არცერთი თეთრი არ გადამიხდია, - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ალავიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე დღეს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშილმა წარადგინა.

კვირიკაშვილის თქმით, ის არის ახალგაზრდა, ენერგიული მენეჯერი, რომელიც თავის საქმიანობას ძირითადად კერძო სექტორში წარმართავდა. ის ასევე გარკვეული პერიოდი იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ალავიძეს აქვს როგორც საფინანსო-საბანკო სექტორში მუშაობის, ასევე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის დიდი გამოცდილება.