აუდიტის სამსახური - წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი ხარჯი ”ქართულმა ოცნებამ” და პაატა ბურჭულაძის პარტიამ გასწიეს

აუდიტის სამსახური საარჩევნო პერიოდში პარტიების და დამოუკიდებელი დეპუტატების ხარჯის სტატისტიკას ავრცელებს. სტატისტიკა 8 ივნისიდან 8 ოქტომბერის პერიოდს მოიცავს. აუდიტის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ჯამური ხარჯი 20 852 680,00 ლარს შეადგენს; ”ქართული ოცნების” შემდეგ ყველაზე დიდი ხარჯი მოძრაობამ ”სახელმწიფო ხალხისთვის” გაწია. ამ პარტიის ჯამურმა ხარჯმა 4 396 452, 00 ლარი შეადგინა; შემდეგი არის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისმა ჯამურმა ხარჯმა 2 419 869,00 ლარი შეადგინა; ”პატრიოტთა ალიანსი”- 2 391 046, 00 ლარი; ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 1 379 225,00 ლარი; ”თავისუფალი დემოკრატები”- 1 308 840, 00 ლარი; ”ეროვნული ფორუმი”- 543 490, 94 ლარი; ”რესპუბლიკური პარტია” - 554 955, 42 ლარი; ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – 489 169, 00 ლარი; ”ლეიბორისტული პარტია”- 472 400, 00 ლარი; ”ახალი პოლიტიკური ცენტრი”(გირჩი) – 232 426, 21 ლარი; ”სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო”- 324 005, 00 ლარი. დანარჩენი პარტიების ჯამური ხარჯები 200 ათას ლარს არ აღემატება.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, საარჩევნო პერიოდში ყველაზე დიდი ხარჯი გასწია ილია კოკაიამ. მისმა ჯამურმა ხარჯმა 358 293, 00 ლარი შეადგინა; ცეზარ ჩოჩელი - 212 518,00 ლარი.