მოზარდებში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

სამეწარმეო განათლების გავრცელება და ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ, მოზარდებში ცნობიერების ამაღლება - ბიზნესისა და ტექნონოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საქართველოს ეროვნული ბანკი ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს იწყებენ. პროექტის პირველი ეტაპი 21 ნოემბერს დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

”ჩვენი მიზანია ფინანსური ცნობიერების ამაღლება, რაც უფროსკლასელებში საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოსმენილი ლექცია მოსწავლეებს ფინანსური კომპეტენციის ამაღლებაში დაეხმარება.” - აღნიშნა "ამბები. გე"-სთან საუბრის დროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

პროექტის ”ფინანსური განათლების ამაღლება” - ფარგლებში თბილისისა და რეგიონების სკოლიდან 1000 მოსწავლე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოისმენს ლექციებს თემაზე ”ფული, ფინანსები და მათი გავლენა ეკონომიკაზე”.

დღეს უნივერსიტეტს რუსთავის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ლექციის შემდეგ, უფროსკლასელებმა პრეზიდენტის სასახლე და ეროვნული ბანკი მოინახულეს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის მიზანია, თანამედროვე და ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახადოს.

bpn

bpn