თბილისში კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

შპს ”სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“, თბილისის მერიის დაკვეთით, კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია განახორციელა.

როგორც  ”სახელმწიფო სამშენებლო კომპანიიდან” იუწყებიან, შერმადინისა და 13 ასურელი მამის სახელობის ქუჩებზე, ჯამში, 700 მეტრი გზის საფარი გამოიცვალა: მოეწყო მიწის ვაკისი, გზის საფუძველი, დაიგო, მთლიანობაში, 5000 კვადრატული მეტრი მოცულობის ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

შპს ”სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" შერმადინისა და 13 ასურელი მამის სახელობის ქუჩების რეაბილიტაცია, ასევე, აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ღოღობერიძის ქუჩისა და წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენა-რეაბილიტაცია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე განახორციელა. შესყიდვის ღირებულებამ 5 049 999 ლარი შეადგინა.

სამუშაოებზე 22 ადამიანი იყო დასაქმებული.