ევროკავშირის ახალი რეგულაციები ონლაინ შესყიდვებს გაართულებს

ევროკავშირის ახალმა ინიციატივამ, რომელიც მომხმარებელს უსაფრთხოების დამატებითი ზომების დაცვას ავალდებულებს ონლაინ შესყიდვების განხორციელებისას, მწვავე კრიტიკა გამოიწვია როგორც Visa, ისე სხვა საგადასახადო სისტემების წარმომადგენლებისგან.

ევროპის საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გეგმების მიხედვით, მომხმარებლებს მოუწევთ პაროლის ან სპეციალური კოდის შეყვანა 10 ევროზე მეტი ტრანზაქციების განხორციელებისას.

როგორც მარეგულირებელი აცხადებს, ის ცდილობს მოძებნოს ბალანსი კომფორტსა და უსაფრთხოებას შორის. თუმცა, საგადასახადო სისტემაში - Visa მიაჩნიათ, რომ ამ გეგმების განხორციელება კატასტროფული იქნება. თავისი აღშფოთება ასევე გამოთქვეს ბანკებმა და ონლაინ-რითეილერებმა. ისინი აფრთხილებენ მარეგულირებელს, რომ ონალიან შესყიდვბისას მომხმარებლებს სერიოზული ტექნიკური ხარვეზები შეექმნებათ, განსაკუთრებით დაძაბულ პერიოდში, მაგალითად, „შავი პარასკევისას“.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა შეუძლებელს ხდის მომხმარებლებს შორის პოპულარული ოპციის - „ყიდვა ერთი დაწკაპუნებით“ განხორციელებას.