ნუკრი ქანთარია - ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ დასკვნებს უნდა დაველოდოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ დასკვნებს უნდა დაველოდოთ. როგორც ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებაში მაქსიმალური მოწადინებაა.

”როგორც თქვენ გინდათ ლარის კურსის დასტაბილურება, ისე მე მინდა და ყველა ჩვენგანს. ამ საქმეში უმთავრესი არის არ ვიმარჩიელოთ, ჩემგან იქნება მარჩიელობა. დამტკიცდეს მთავრობა და ის, ვინც იქნება პასუხისმგებელი ჯგუფი, მან უნდა გვითხრას და ჩვენ შეგვიძლია შევასაფოთ, თუ რამდენად მართალი გამოდგა. ლარი ჩვენ ხელოვნურად არ უნდა დავაბათ, რადგან ხელოვნურად დაბმა, გინდა ჯაჭვით და გინდა თოკით, გამოიწვევს აწყვეტას და მეტ ზიანს. ალბათ უნდა დაველოდოთ ეკონომიკური ჯგუფისგან კომპეტენტურ დასკვნებს”, - განაცხადა ქანთარიამ.