“საპარტნიორო ფონდში” ჩინელ ინვესტორებს განსახორციელებელი პოტენციური პროექტები გააცნეს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის განვითარების ბანკის დელეგაცია მიიღო. როგორც  „საპარტნიორო ფონდიდან“ იუწყებიან, დელეგაციას ბანკის შიდა მონღოლეთის ფილიალის გენერალური მენეჯერი იუ სუე პინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის თემა იყო ფინანსური რესურსის გამოყოფა „საპარტნიორო ფონდისთვის“ ჩინურ კომპანიებთან სათანამშრომლოდ, ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. შეხვედრას ესწრებოდნენ რისკებისა და პროექტების შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და პროექტის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები.

თვის ბოლომდე პროექტის ეკონომიკური ანალიზი დასრულდება და დეკემბრის დასაწყისში შემუშავდება თანამშრომლობის ხელშეკრულება და სამუშაო გეგმა. საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა ჩინელ ინვესტორებს განსახორციელებელი პოტენციური პროექტები გააცნეს და მომავალი თანამშრომლობის პრინციპებზე შეთანხმდნენ.