მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი კლიენტთა ჭარბვალიანობის ასაცილებლად ტრენინგებს მართავს

დღეს , 24 ნოემბერს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო კომპანიას, მართავს ტრენინგს იმ მცირე მეწარმე ქალბატონებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ბიაიჯის კლიენტებს.

ტრენინგის - “ფინანსური მენეჯმენტის საფუძვლები”, ჩატარების მიზანია მცირე მეწარმე ქალბატონებს დაეხმაროს საკუთარი ბიზნესის უკეთესად დაგეგმვაში, რათა მათ შეძლონ ჭარბვალიანობის ასაცილებლად ვალდებულებების ეფექტურად მართვა და ფულადი სახსრების სწორად ბიუჯეტირება, რაც მათი ბიზნესის განვითარების საფუძველია.

ტრენინგს უძღვება შპს „ფინარტგრუპ“-ის დამფუძნებელი ეკატერინე კაზმარაროვა, რომელსაც მიკროსაფინანსო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. გარდა ამისა, იგი გახლავთ სტრატეგიული დაგეგმარების და ბიუჯეტირების, ინვესტირების, ორგანიზაციული და ფინანსური მართვის ექსპერტი.

ტრენინგთან დაკავშირებით, ბიაიჯის დირექტორმა დავით ბობოხიძემ განაცხადა: „ კლიენტების ფინანსური სტაბილურობა და მათი ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვა ბიაიჯის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ვინაიდან ბიაიჯისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტება ბიზნესის კეთების აუცილებელი პირობაა, ამიტომ ჩვენ ვზრუნავთ როგორც ჩვენი ექსპერტების, ასევე კლიენტების ფინანსურ განათლებასა და მათთვის ისეთი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე , რომლებიც მათ დაეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში.

სწორედ ამიტომ 2015 წელს ჩვენი დაკრედიტების ექსპერტებისთვის Savings Banks Foundation for International Cooperation-ის ტრენერების მიერ ჩატარდა ტრენინგი „პასუხისმგებლიანი გაყიდვების“ მიმართულებით, ხოლო მიმდინარე წლის 17-19 ნოემბერს, იგივე ორგანიზაციის დახმარებით ჩატარდა ტრენინგი კლიენტების ჭარბვალიანობის აცილების მიმართულებით.

ორივე ტრენინგის (თანამშრომლებისთვის და კლიენტებისთვის) მიზანია როგორც ჩვენი ორგანიზაციის, ასევე ზოგადად მდგრადი ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, მოვახდინოთ ფოკუსირება საფინანსო ინსტიტუტების კლიენტთა ჭარბვალიანობის თავიდან აცილების და პასუხისმგებლიანი დაფინანსების მნიშვნელობაზე“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ევროპის მიკროსაფინანსო დღესთან დაკავშირებით ბიაიჯიმ შექმნა სპეციალური ვებსაიტი, http://emd-georgia.ge/ , ProBono კონსულტაციებისთვის მცირე საწარმოებისა და სოციალური საწარმოების დასახმარებლად. არასაფინანსო საქმიანობის ფარგლებში, ბიაიჯი კვლავაც გააგრძელებს საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას როგორც თანამშრომელბისთვის, ასევე - კლიენტებისთვის.

ბიაიჯის შესახებ : ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 - თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორსა და სენაკში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 11 სერვის ცენტრს. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი MicroFinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან. (R)