რას ელიან ექსპერტები ახალი ეკონომიკური გუნდისგან?

დღეიდან პარლამენტში მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის მოსმენა დაიწყება. საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე წარედგინა. მინისტრთა კაბინეტში ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს შეეხო. უფრო კონკრეტულად, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილს გიორგი გახარია ჩაანაცვლებს, ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრი, ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს. ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნდება უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კახი კალაძე. ცვლილებები რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც შეეხება. ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე შეცვლის. ექსპერტები ახალი ეკონომიკური გუნდის ფორმირებას საერთო ჯამში დადებითად აფასებენ. გია ხუხაშვილი ცვლილებებში ოპტიმიზმის საფუძველს ხედავს.

ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისას რადიკალურ ცვლიელბებს არ ელის საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი. ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, რომ ახალი ეკონომიკური გუნდის ძირითადი გამოწვევა ლარის კურსი და ბიუჯეტის დეფიციტის შევსება იქნება.

ექსპერტი ნოდარ კაპანაძე ეკონომიკური გუნდის მთავარ პრობლემად ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობას მიიჩნევს. მისი თქმით, საკადრო გადაადგილებები შედეგიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მთავრობა მიზნების განსაზღვრისას, მეტ სტატისტიკურ მონაცემს და კონკრეტიკას დაეყრდნობა.

მას შემდეგ, რაც კომიტეტები შესაბამისი პროფილის მინისტრებს მოუსმენენ, მარალჩინოსნები ფრაქციების წინაშე წარსდგებიან. სამთავრობო პროგრამებისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და მინისტრთა კაბინეტი, ახალი ეკონომიკური გუნდით 26 ნოემბერს დამტკიცდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე