რომან გოცირიძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს არაკვალიფიციურად მიიჩნევს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს არაკვალიფიციურად მიიჩნევს. როგორც გოცირიძემ ეკონომიკური ბლოკის მინისტრების მოსმენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ილუზიაში არიან და ვერ გაუგიათ, რა ხდება ქვეყანაში.

გოცირიძის თქმით, მინისტრებმა არ იციან, რა უნდა აკეთონ სამომავლოდ. „არის აბსურდული ინიციატივები, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბმა არ აქვს ბიუჯეტთან, აბსოლუტურად ყველაფერი მოწყვეტილია ფინანსებს, ეს არის ძალიან დაბალი კვალიფიკაციის ეკონომიკური გუნდი და ვნახავთ იმას, რაც აქამდე გვინახავს და ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ლარის გაუფასურება, დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლები და უპერსპექტივობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღეს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მოუსმინეს.