საქართველოს მთავრობა ხუდონჰესთან დაკავშირებით ახალ კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს

საქართველოს მთავრობა ხუდონჰესთან დაკავშირებით ახალ კონკრეტულ გეგმას წარმოადგენს , - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახა კალაძემ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მისი თქმით, ეს გეგმა თანხვედრაში იქნება ადგილობრივ მოსახლეობასთან.

”ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ”ხუდონჰესი” არის ერთ-ერთი ყველაზე ენერგეტიკული პროექტი ქვეყანაში. ის არის დაახლოებით 702 მეგავატი სიმძლავრის. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თუმცა, ვიცით, რომ ამ პროექტს აქვს გარკვეული პრობლემები და ეს პრობლემები არის გადასაწყვეტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე ხანში კონკრეტული გეგმა წარმოვადგინოთ ამ პროექტთან მიმართებაში. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმა ადგილობრივ მოსახლეობასთან იქნება თანხვედრაში, რათა ეს პროექტი განხორციელდეს. გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ პროექტის განხორციელებით ვიძენთ ენერგეტიკულად უმნიშვნელოვანეს პროექტს, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას”, - განაცხადა კალაძემ.