გიორგი გახარია - სავალუტო ფონდი ყოველთვის კონსერვატიულია

სავალუტო ფონდი ყოველთვის კონსერვატიულია, - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.„სწორედ მსგავსი ტენდენციების გადასალახად არის შექმნილი ის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა და ამ გეგმის ძირითადი მიზანია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. ბიუჯეტში წარდგენილი იქნება ციფრი და თქვენ ნახავთ, რომ იქ არ არის დიდი განსხვავება. საბაზისო ეფექტი ეს არის საბაზისო ეფექტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, შეცვლის თუ არა მთავრობა ეკონომიკურ პროგნოზს, გახარიამ უპასუხა, რომ „წლევანდელი პროგნოზი არის ისეთი, როგორიც არის“.