პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მთავრობის ახალ შემადგენლობას ეყრება კენჭი, 26 ნოემბერს მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უნდა ეყაროს კენჭი, 26 ნოემბერს, 12:00 საათზე მოიწვია.შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.

„საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2016 წლის 26 ნოემბრის 12 საათიდან შემდეგი დღის წესრიგით - საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა (N07-2/1, 22.11.2016) და სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა. სამთავრობო პროგრამა 2016-2020 წ.“ განხილვა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში დღეს დაიწყო.