კახა კალაძე - ლარში დაკრედიტების ზრდა გარკვეულ პრობლემებს მოხსნის

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ლარში დაკრედიტების ზრდა გარკვეულ პრობლემებს მოხსნის, რაც ლართან მიმართებაში გააჩნია მოსახლეობას.ასე აფასებს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ეკონომიკური გუნდის პროგრამას, რომელიც დღეს მათ პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებს გააცნეს.

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ ლარში დაკრედიტების ზრდა მოხსნის გარკვეულ პრობლემებს, რაც ლართან მიმართებაში გააჩნია ჩვენს მოსახლეობას, რადგან კრედიტები ძირითადად დოლარში აქვთ მიღებული და დოლარის გამყარებამ ლართან მიმართებაში ბევრ ადამიანს პრობლემები შეუქმნა“, - განაცხადა კახა კალაძემ.