საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე ლიპყინული აღინიშნება

თეთრიწყარო-წალკა, ბოლნისი-დმანისი და კახეთის საავტომობილო გზებზე ლიპყინული აღინიშნება.ამის შესახებ  გარემოს ეროვნული საგენტოდან იუწყებიან.

ინფრა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და საჭიროებისამებრ მოხდება მათი გამოყენება.