"ბრექსიტის" გამო თითოეული ბრიტანული ოჯახი 1 250 ფუნტს დაკარგავს

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში თითოეული ბრიტანული ოჯახი 1 250 ფუნტს დაკარგავს ყოველწლიურად.

გაერთიანებული სამეფოს ფისკალური კვლევების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ბრექსიტიდან 10 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობის რეალური შემოსავლების შემცირება იქნება მოსალოდნელი.

კვლევის თანახმად, შემოსავლების სავარაუდო შემცირების კოეფიციენტი 3,7% იქნება.

„ქვეყნის ყველა მცხოვრები იგრძნობს ცვლილებებს, თუმცა ყველაზე მეტი ზიანი დასაქმებულებს მიადგებათ მაშინ, როცა პენსიონრები უფრო ეფექტურად იქნებიან დაცული მოსალოდნელი შემცირებებისგან“, - ნათქვამია კვლევაში.