10 ყველაზე სახიფათო აეროპორტი (ფოტო)

სტატისტიკური მონაცემებით, ავიაკატასტროფების 75% აფრენისა და დაშვების მომენტში ხდება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თვითმფრინავი აბსოლუტურად გამართულია, ხოლო ამინდი - იდეალური, საფრთხეს შეიძლება თვით აეროპორტი წარმოადგენდეს. საიტმა Don't Panic მსოფლიოს ათი ყველაზე სახიფათო აეროპორტი წარმოადგინა.

ანტარქტიკა

Ice Runway

ეს აეროპორტი კი არა, განცალკევებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლია. ის ყინულითა და თოვლითაა დაფარული, რომელსაც ყოველი სეზონისთვის თავიდან ამზადებენ, სეზონი კი თოვლის დადნობასთან ერთად მთავრდება. ასეთ მომენტში თვითმფრივანი შესაძლოა, თოვლში გაიჭედოს და ყინული ჩაამტვრიოს.

სენ-მარტენის კუნძული

პრინცესა იულიანას აეროპორტი

ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მახოს სანაპირო ზოლის შემდეგ იწყება, ამიტომ დაშვების დროს თვითმფრინავი დამსვენებლებისგან 10-20 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავს. ტურისტებს ხშირად უწევთ ქარის მიერ წაღებული საკუთარი პირსახოცების ძებნა. ავიაციის დონის კუთხით, ამ აეროპორტზე აფრენას და დაშვებას საშუალო და მაღალი დონის სირთულე აქვს მინიჭებული.

კურშეველი, საფრანგეთი

აეროპორტი კურშეველი

კურშეველი ცნობილია არა მხოლოდ სამთო-სათხილამურო კურორტებით, არამედ ძალიან მოკლე ასაფრენ-დასაფრენი ზოლით. მისი სიგრძე 525 მეტრია, ხოლო დახრილობის კუთხე 18,5%. გარდა ამისა, ზოლზე არ მოქმედებს ILS სისტემა, ამიტომ ნისლის დროს აეროპორტი არ მუშაობს.

ნორვეგია

სვალბარდის აეროპორტი

პლატობერგეს მთის ძირში განლაგებული აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოურ აეროპორტად ითვლება. ძირითად საფრთხეებს აქ ხშირი უამინდობა და ძლიერი ქარი წარმოადგენს.

მადეირა, პორტუგალია

ფუნშალის აეროპორტი

თავდაპირველად მადეირას აეროპორტში ორი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იყო, რომელთაგან თითოეულის სიგრძე 1600 მეტრს შეადგენდა. მაგრამ 1977 წლის ავიაკატასტროფის შემდეგ, როდესაც 131 მგზავრი გარდაიცვალა, ინჟინრები მიხვდნენ, რომ 1600 მეტრი მანევრირებისთვის საკმარისი არაა და ორივე ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 200 მეტრით გაზარდეს. ამას დიდი ეფექტი არ მოუტანია და 2000 წელს გადაწყდა ახალი ზოლის აშენება, რომლის ნაწილი რკინა-ბეტონის 180 ბურჯზე დგას.

გიბრალტარი

გიბრალტარის აეროპორტი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 500 მეტრში მდებარეობს. 1829-მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიაზე გადის. თვითმფრინავის აფრენისა და დაშვების დროს ტრანსპორტის მოძრაობა ჩერდება ზუსტად ისე, როგორც ეს რკინიგზის გადასასვლელზე მატარებლის გავლის დროს ხდება.

სან-პაულუ, ბრაზილია

კონგონიასის აეროპორტი

დღევანდელი სტანდარტების მიხედვით, აეროპორტი მოძველებულად ითვლება და საქმე მხოლოდ ინფრასტრუქტურაში არაა. მაგალითად, აეროპორტის მშენებლობის დროს ინჟინრებს სადრენაჟო სისტემაზე საერთოდ არ უფიქრიათ. ამიტომ წვიმის შემდეგ ასაფრენ-დასაფრენი ზოლები ისეთი მოლიპული ხდება.

ლუკლა, ნეპალი

ტენცინგისა და ჰილარის სახელობის აეროპორტი

უამრავი ალპინისტი, რომელიც ევერესტის დალაშქვრას გადაწყვეტს, საკუთარ გზას ზუსტად ქალაქ ლუკლადან იწყებს. ტენცინგისა და ჰილარის სახელობის ადგილობრივი აეროპორტი თითქოსდა ზუსტად თავგადასავლების ასეთი მოყვარულებისთვის არის შექმნილი. აეროპორტი ზღვის დონიდან 2900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მთებითაა გარშემორტყმული და ხრამით მთავრდება.

კუნძული საბა

ხუანჩო-ირაუსკინის აეროპორტი

ამ აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი მსოფლიოში ყველაზე მოკლეა და 400 მეტრსაც არ აღწევს. ზოლის შემდეგ იწყება ციცაბო ფერდობი, მის შემდეგ კი ოკეანე. აეროპორტში დაშვება მხოლოდ 3 ტიპის თვითმფრინავებს შეუძლია, მაგრამ მათ პილოტებსაც კი სერიოზული გამოცდილება მოეთხოვება.

ოსაკა, იაპონია

კანსაის აეროპორტი

ვინაიდან იაპონიაში თავისუფალი მიწის დეფიციტია, აეროპორტის აშენება ორ ხელოვნურ კუნძულზე გადაწყდა. კანსაის აეროპორტის ყველაზე სახიფათო აეროპორტების ჩამონათვალში მოხვედრა ზუსტად ამან განაპირობა. საქმე ისაა, რომ აეროპორტი სეისმიურად სახიფათო ზონისა და ტაიფუნების წარმოქმნის რაიონის სიახლოვეს მდებარეობს. პერიოდულად აეროპორტში მიწისძვრების ტალღა აღწევს, ხოლო 1998 წელს მას ტაიფუნმა გადაუარა, მაგრამ შენობა მისმა სპეციალურმა კონსტრუქციამ გადაარჩინა.

იხილეთ ფოტოგალერეა