ზამთრის ტურისტულ სეზონს ქართული სამთო-სათხილამურო კურორტები განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდებიან

ზამთრის ტურისტულ სეზონს ქართული სამთო-სათხილამურო კურორტები განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდებიან.

მოსამზადებელი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა და სულ რამდენიმე დღეში დასრულდება გუდაურშიც. დამსვენებლებს, დამატებით, ერთი ექვსადგილიანი საბაგირო და ორი საჩოჩიალო მოემსახურება. სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სიახლეები და ჩატარებული სამუშაოები მსოფლიოში ცნობილმა კურორტების მმართველმა ფრანგულმა კომპანიამ შეისწავლა. „კომპანი დეზ ალპსა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბაკურიანისა და გუდაურის საბაგირო გზების, სასრიალო ტრასების მომზადების, სამაშველო და მარკეტინგის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე