როგორ გამოიყურება თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეკო ქალაქი, რომელიც 700 მილიონი დოლარი დაჯდება

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეკო ქალაქი აშენდება. Gino green city corporation-ი სლოვაკურმა კომპანია Gino invest-მა დააფუძნა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ აშშ დოლარია. პროექტის დაფინანსებაში ჩართვას სლოვაკეთის ექსპორტის ფინანსირების ბანკიც გეგმავს.

ქართულ-სლოვაკურ მხარეებს შორის საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სლოვაკეთში საქმიანი ვიზიტის დროს Gino invest-ის მიერ საქართველოში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ გამართულ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. ფონდის ხელმძღვანელი სლოვაკეთში ბიზნეს, საბანკო, საფინანსო და საპროექტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. 

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე