როგორ გამოიყურება მარტვილის კანიონის თანამედროვე ავტოსადგომი (ვიდეო)

მარტვილის კანიონის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების ავტოსადგომი შენდება. ავტოსადგომი  150 მსუბუქ ავტომობილზე და 50 ავტობუსზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ღია პავილიონები, მოსაცდელი ბლოკი, სუვენირების ფარდულები, გარე განათებები და სველი წერტილები. პროექტის ღირებულება 340 ათასი ლარია.