ლარმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

ლარმა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - 1 აშშ დოლარის ფასმა 2.50-ს გადააჭარბა და მისი ოფიციალური ღირებულება 2.5056 ლარი გახდა.

ამის ფონზე ზოგიერთ კომერციულ ბანკში დოლარის ღირებულებამ მაქსიმუმს მიაღწია და 2.55 შეადგინა.

უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.

ამ დროისათვის „საქართველოს ბანკში“ ერთი აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.55 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.47 ლარად შეუძლიათ.

„ტერაბანკში“ 1 დოლარის შეძენის ფასმა 2.54 ლარი შეადგინა, ხოლო მისი გაყიდვის ღირებულება 2.47 ლარია.

„ლიბერთი ბანკში“ დოლარის შეძენა ამ დროისთვის 2.54 ლარად, ხოლო გაყიდვა 2.48 ლარად არის შესაძლებელი.

„თიბისი ბანკში“ დოლარის შეძენა 2.4710-ად, ხოლი ჩაბარება 2.5490 ლარად არის შესაძლებელი.

„ბაზისბანკში“ ამ დროისთვის მოქალაქეები 1 დოლარს 2.525 ლარად შეიძენენ, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი 2.46 ლარს მიიღებენ.

„ქართუ ბანკში“ კი 1 აშშ დოლარის შეძენის ფასი 2.5250 , ხოლო მისი გაყიდვის ღირებულება 2.4750 ლარია.

პროკრედიტ ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენის ღირებულება 2.5440 -ია; მისი გაყიდვა კი მოქალაქეს 2.4840 ლარად შეუძლია.

„ვი-თი-ბი ბანკში“ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.5350 ლარად შეუძლიათ, მისი ჩაბარების შემთხვევაში კი 2.4650 ლარს მიიღებენ.